ბათუმის შემოვლითი გზის 13 კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

10.07.2019 02:25

ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, - სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ახლად აშენებული გვირაბი დაათვალიერა და მიიღო ინფორმაცია პროექტის ტექნიკური პარამეტრების, არსებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის თავისებურებებისა და სამშენებლო ტექნოლოგიების შესახებ. პროექტის დასრულების შემდეგ, გზის ამ მონაკვეთის დასაფარად საჭირო დრო, 30-40 წუთიდან 8 წუთამდე შემცირდება. მამუკა ბახტაძე ადგილზე მყოფ ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გაესაუბრა, რომლებიც პერიოდულად სამუშაოებზე დასაქმდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო