ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან კომისიას ზარალის დათვლა არ დაუსრულებია. ზარალის დათვლის პარალელურად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი. ამ მონაკვეთის აღდგენის შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება. შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვანიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად ელექტროენერგია ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დახმარებას დაპირდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხარაგაულსა და გორში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
Maestro Television
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა, შესაძ...
Business Media Georgia
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიღებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გ...
Business Media Georgia
ხარაგაულში სტიქიის შედეგად ზარალმა 2 მლნ ლარს გადააჭარბა
Business Media Georgia
სტიქია რეგიონებში - ხარაგაულსა და ჭუბერში ზარალს ითვლიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხარაგაულში სტიქიის გამო, 500-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვ...
Maestro Television
სტიქია რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქიის საფრთხე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
Formula News