„ლელო“ რუსთაველის პიკეტირებას ემიჯნება
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება რუსთაველის გადაკეტვის გეგმას და აცხადებს, რომ ულტიმატუმებით საუბარი სწორი არ არის. მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კომენტარი გააკეთა „მოძრაობა საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ორგანიზაცია ხელისუფლებას მათი სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს. „რუსთაველის გადაკეტვა ჩემთვის ახალია, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ბუნებრივია, აქტივისტებს აქვთ თავიანთი პოზიცია და ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. მე კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ საქმიანობას, „ლელოს“ სახელით, რომელმაც შეიძლება, პარალიზება გაუკეთოს ჩვენს ქვეყანას. ერთი არის პრობლემა, მაგრამ მას მეორე არ უნდა დავუმატოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. საერთოდ, ულტიმატუმებით საუბარი არ არის სწორი. მე პატივს ვცემ ამ ახალგაზრდებს, თავის პროტესტს გამოხატავენ და მაქსიმალისტები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 12 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცნობის კონცერტი რუსთაველის კინოთეატრში
AI Ucnobi / აი უცნობი
დავით კაკაბაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა გუგლის კულტურულ სივრ...
GeoScience
განცხადება პარტია „ლელოში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავის "ხარები" 14 - 29 თბილისის "ლელო" (22 - 05 2016)
Gio DuDa
რუსთავის ხარები/RC kharebi vs ლელო სარასენს/RC Lelo Saracens...
LiveTag
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია (ლე...
info rustavi