აქცია პარლამენტთან


შალვა თადუმაძესთან გასაუბრების პროცესს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვერ დაესწრო მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კომიტეტის სხდომაზე მისი დაშვების თხოვნით თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ მიმართა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ის აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მაჩალიკაშვილი საბოლოოდ შეუშვეს პარლამენტის შენობაში, თუმცა მისი შვილის საქმეზე შეკითხვების დასმა მან მაინც ვერ მოახერხა.

შალვა თადუმაძის მოსმენის პარალელურად გაიმართა საპროტესტო აქციაც. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან. 10 აქტივისტზე დაშვებული იყო საშვი და მხოლოდ სამმა მოახერხა საკომიტეტო დარბაზთან მისვლა, თუმცა მოსმენაზე ისინი არ დაუშვეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან