ალგეთის ბაზილიკის გამაგრების სამუშაოები იწყება


კულტურის მინისტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში, ალგეთის ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო. თეა წულუკიანი მონუმენტის ავტორებს, მოქანდაკე გია ჯაფარიძესა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას შეხვდა და მათგან მოისმინა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ასევე მუნიციპალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მხარეებმა ისაუბრეს ალგეთის ბაზილიკის პრობლემების გადაჭრის გზებზე, განსაკუთრებით კი მისი ერთი ნაწილის მდგრადობის შესახებ. გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყება ძეგლის გამაგრებისათვის საჭირო სამუშაოები. ამ ეტაპზე მონუმენტს სჭირდება ხარაჩოების მოწყობა, მისასვლელი გზის გაწმენდა და კვარცხლბეკის გამაგრება, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება მასზე 1990-იან წლებში მოპარული კომპოზიციების აღდგენა-დამონტაჟება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან