გადაკეტილი მაგისტრალი - „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნები
11/15/2021
პროტესტი არ წყდება - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ყოფილი პრეზიდენტის პარტია არჩეულ საბრძოლო სტრატეგიას არ ცვლის და აქციებს განაგრძობს.
საპროტესტო გამოსვლების გამო თბილისის მარჯვენა სანაპიროზე დღეს სატრანსპორტო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო. გეგმის მიხედვით, ავლაბრის მეტროსადგურიდან ფეხით მსვლელობა ორივე სანაპიროს მიმართულებით იგეგმებოდა, თუმცა გეგმა მოულოდნელად შეიცვალა და ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად მხოლოდ მარჯვენა სანაპიროსკენ დაიძრნენ. მსვლელობის დროს გაჟღერდა კიდევ ერთი მოთხოვნა - ვადამდელი და სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. საპროტესტო გამოსვლამ ექსცესების და დაკავებების გარეშე ჩაიარა. ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მიიღეს გაფრთხილება, რომ ტრანსპორტის გადაადგილების განზრახ შეფერხებას რეაგირება აუცილებლად მოჰყვებოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.