27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმე


კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატმა დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სხვადასხვა დოკუმენტაციისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის შედეგად, რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა.

გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ შესაძლოა, ექთანს ვაქცინაციის შემდეგ თრომბი განუვითარდა. ასევე, განიხილება კორონავირუსის ვერსიაც. ამ ეტაპზე ოჯახი ანტისხეულებთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს ელოდება.

ამასთან, ოჯახი სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს მიმართავს, დაეხმარონ სამედიცინო დოკუმენტაციის კვლევასა და შეფასებაში. ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ სრულად სამედიცინო დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან