კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

07.03.2020 02:13

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათ შორის არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელმაც ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა. ნიკოლოზ გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა საკუთარ თანამშრომელთან, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და კორონავირუსის მეოთხე დადასტურებული შემთხვევა იყო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების წყარო, ძირითადად, სწორედ იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, წესებს არღვევს, ამიტომ მათზე კონტროლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა სამსახურებმა უნდა გააძლიერონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
03:24

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
06:10

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

Ajara TV

ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 11.05.2020
00:45

ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა 11.05....

Tv Dia

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა და 810 გახდა
01:43

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
08:21

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
01:14

კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 23 ინფიცირებული
06:39

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, გამოჯან...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო