წარმატებული ქართველი გერმანიაში

06/03/2018
Just Roman-ის მიერ

ვლადიმირ კორნეევი (Vladimir Korneev) შიდა ქართლში, სოფელ მანგლისში, მუსიკალურ რუს-ქართულ ოჯახში 1987 წელს დაიბადა. აფხაზეთის ომის დროს მისი ოჯახი, მაშინ როცა ვლადიმირი 7 წლის იყო, თავშესაფრის საძიებლად გერმანიაში გადაიხვეწა. გერმანიამ ქალაქ აუგსბურგში პოლიტიკური თავშესაფარი მისცა კორნეევების ოჯახს, სადაც ვლადიმირმა ბავშობა გაატარა. მისი თეატრალური და მისი ხმის ტალანტი მალევე გამოვლინდა და მან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაამთავრა ფორტეპიანოს განათლება. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მიიღეს მიუნხენის თეატრის აკადემიაში, სადაც მან 2008-2012 წლებში სიმღერის დაწყებითი განათლება (გერმანულად Ausbildung) მიიღო. ამის შემდეგ მან იქვე გააგრძელა სწავლა, ამჯერად როგორც სტუდენტმა (Ausbildung-ის დროს ითვლები მოსწავლედ და არა სტუდენტად) და 4 წლის განმავლობაში შეისწავლა სიმღერა როგორც ბარიტონმა.

თეატრში სწავლის პერიოდში მან პარალელურად მიიღო განათლება მსახიობობაში.

ვლადიმირ კორნეევს მიღებული აქვს რამდენიმე პრიზი სხვადასხვა სიმღერის კონკურსში.

2013 წლამდე ის ჯერ ბავარიის, შემდეგ ვუპერტალის თეატრებში ირგებდა წარმატებულად როლებს. 2013 წლიდან კი პირველად დადგა კინოკამერის წინ. მან ითამაშა არაერთი როლი სხვადასხვა ფილმში და სერიალში. 2014 წლიდან დღემდე (3. ივლისი 2018) მან 16 როლი ითამაშა სხვადასხვა ფილმსა თუ სერიალში.

მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვიკიპედიის გერმანულენოვან გვერდზე:

https://de.m.wikipedia.org/wiki/Vladi...

ვლადიმირ კორნეევის იუთუბის ოფიციალური არხი:    • Vladimir Kornéev - Ne Otrekayutsya Ly...   გამოიწერეთ და დაულაიქეთ ვიდეოები!


ვიდეოს წყარო:    • Беженец из Грузии стал звездой в Герм...