Sputnik-ის ჟურნალისტი: "მადლობა სირიას აფხაზეთის და ოსეთის აღიარებისთვის"
კრემლის მიერ დაფინანსებული პრორუსული საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკის" (http://sputnik-georgia.ru http://sputnik-georgia.com) ჟურნალისტი აღფრთოვანებას ვერ მალავს და მარლობას უხდის სირიის დიქტატორ მმართველს იმის გამო, რომ სირიამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა და იმედს გამოთქვამს, რომ მალე სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ სირიას! შეგახსენებთ, რომ პუტინის მიერ პირადად დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაუწყებლობს. ინფორმაციებს ამატებენ ორ ენაზე: ადგილობრივი ქვეყნის ენაზე და რუსულად. უკვე წლებია სპუტნიკი აწარმოებს ქართულ ენაზე ახალი ამბების მიწოდებას ქართველი მკითხველებისთვის და მაყურებლებისთვის საიტიდან sputnik-georgia.ru . სად მდებარეობს სპუტნიკის ოფისი საქართველოში, უცნობია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველა საინფორმაციო სააგენტო ვალდებულია თავის ვებ საიტზე მიუთითოს ორგანიზაციის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, სპუტნიკი არღვევს ამ მოთხოვნას და მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას არ ამხელს. შეგახსენებთ, სპუტნიკი ასევე მოღვაწეობს ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზეც. დაინტერესებული და დაკვირვებული პირები დიდი სიძნელის გარეშე შეამჩნევენ, რომ სპუტნიკის ვებსაიტებიდან ხდება უშუალოდ მოცემული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი დადებითი კონტექსტის მქონე ინფორმაციის გავრცელება. ასე მაგალითად, სირიის მიერ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების საკითხი ქართულ სპუტნიკის საიტზე მხოლოდ მოკლე და მიუკერძოებლი სახით გააშუქეს, ანუ როგორც რიგითი ამბავი. თუ ოსურ სპუტნიკზე შეხვალთ, ნახავთ რომ იქ რამდენიმე სტატია მიუძღვნეს და უწვრილესი დეტალებიც კი გააშუქეს და ეიფორიული და კმაყოფილების გამოხატვის წერენ ამ უმსგავსო ფაქტის შესახებ. კითხვა: არავის შესწევს ძალა რომ ღიად რუსეთის ფედერაციის მიერ პროპაგანდისთვის შექმნილი საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკი აიკრძალოს საქართველოში?
Just Roman-ის სხვა ვიდეოები
08:08
წარმატებული ქართველი გერმანიაში
02:48
Alexandra (Doris Nefedov) - Klingt Musik am Kaukas...
02:30
როგორ აყალბებდა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა...
00:29
ერთმორწმუნე რუსეთი: პატრიარქი კირილი ოსებს დაკოუკი...
00:12
პროვოკატორი ულვაშა გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალების მიზ...
00:15
ქალი ქალს აღარ გავს
00:17
ქართველი მწვრთნელი მოჭიდავეს: "მაგარი ხარ, დედის მ...