ოპოზიციის მორიგი კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი სამიზნე ხდება. განსაკუთრებით აქტიურდება „ლელოს“ ლიდერი, რომელიც არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მოსკოვში გამგზავრებას პროგნოზირებს. მამუკა ხაზარაძესთან ერთად მმართველი გუნდის მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება გიორგი გახარიაც, რომელმაც ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხელისუფლება ყოფილ თანაგუნდელს შინაგან საქმეთა მინისტრობის და პრემიერობის დროინდელ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ახსენებს და იმ ქმედებებზე მიუთითებს, რომელთა გამო მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ექს-პრემიერს მოღალატედ მიიჩნევენ. პრემიერობიდან გადამდგარი გახარიას მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის დებატების შეთავაზება სახელისუფლებო გუნდისთვის სერიოზულად განსახილველი თემა არ არის. თავის მხრივ მძიმე ბრალდებების გამო არგუმენტებს და განმარტებებს ითხოვს გიორგი გახარიას გუნდი, რომლის ლიდერი „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოსვლის დროს თავად ბიძინა ივანიშვილმაც მოღალატედ მოიხსენია. ამ ეპითეტს წინ გახარიას მხრიდან მმართველი პარტიის დამფუძნებლის მისამართით არანაკლებ მძიმე ბრალდებები უძღოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მორიგი კამპანია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის - რას ითხოვს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის გათავისუფლების მორიგი კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამპანია სანქციების დაწესების მოთხოვნით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას კიდევ ერთი ოპოზიციონერი აღ...
TV IMEDI
#აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად 30 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 4 ნოემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეურაცხყოფის მორიგი კამპანია ოპოზიციისგან
TV IMEDI
„გაერთიანებული ოპოზიციის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster