პროკურატურის მიმართვა პარლამენტს
ნიკა მელიამ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, შესაბამისად, მისთვის პატიმრობის გამოყენების ნებართვის გაცემაზე პარლამენტი იმსჯელებს. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართა. ნიკა მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ნიკა მელიას გირაო ჰქონდა შეფარდებული და მასზე ასევე ხორციელდებოდა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, ელექტრონული სამაჯურის თვითნებურად საჯაროდ მოხსნის შემდეგ, მელიას ისევ დაეკისრა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ არ გადაიხადა. თუ პარლამენტი თანხმობას გასცემს, ბრალდების მხარე სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს,“ – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურის მიმართვა პარლამენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის მიმართვა სასამართლოს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოს გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას საქმე - პროკურატურამ პარლამენტს მიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გავრცელებული ფაილების საქმე - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster