ელექტრონული საარჩევნო სისტემა - ISFED-ის სადავო ანგარიში


პირველი კრიტიკა მესამე სექტორიდან, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფორმის მიმართ.

ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ პრეტენზიას გამოთქვამს. შენიშვნები ეხება როგორც ხმის მიცემას, ასევე იმ ნაწილს, რომელიც ელექტრონული აპარატით ამომრჩეველთა ვერიფიკაციას გულისხმობს. ორგანიზაციის აზრით, შერჩეული მოდელი ე.წ. კარუსელების და ხმის მრავალჯერადად მიცემის რისკებს ვერ გამორიცხავს. კრიტიკა უსაფუძვლოა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, რომელმაც 2024 წელს საარჩევნო უბნების 90%-ზე ელექტრონული არჩევნები უნდა ჩაატაროს. შენიშვნებს არც მმართველი გუნდი იღებს. შეფასებების გაკეთების დროს „ისფედს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ ცნობილ პროცესებს ახსენებენ. მაშინ „სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგების გამო სკანდალში გაეხვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან