ხელმოწერები ევროკავშირის მედიატორობით შემუშავებულ დოკუმენტზე

20.04.2021 06:57

შარლ მიშელის კორექტირებული დოკუმენტი ექვსთვიან პოლიტიკურ კრიზისში გარდამტეხი აღმოჩნდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მედიაციის დაწყებიდან თვენახევრის თავზე ორბელიანების სასახლეში გაფორმებულ შეთანხმებას ამ წუთისთვის „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის დიდი ნაწილის, ჯამში 20 ადამიანის ხელმოწერა აქვს. პარტიებიდან გამონაკლისია „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“. მათთვის ისევ მიუღებელია დოკუმენტი, სადაც წინა ვარიანტისგან გასხვავებით, ვადამდელ არჩევნებსა და მელიას და რურუას საქმეებზე ახალი ჩანაწერი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ახალი არჩევნების დანიშვნის პირობა ჩაიწერა და ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმებიც გაიწერა, შეთანხმების მიღმა დარჩენილი პარტიებისთვის ის პოლიტიკურ კრიზისს მაინც ვერ წყვეტს. ევროკავშირის ელჩის მოწოდების შემდეგ დილიდან ხელმოწერების პროცესი განახლდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ნაციონალებიდან“ თვეების წინ წასულმა გრიგოლ ვაშაძემ, „ევროპული საქართველოს“ სიით გასულმა არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ და გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შარლ მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი გრიგოლ ვაშაძემ, არმაზ ახლედიანმა და გახარიას გუნდმა მოაწერეს
02:09

შარლ მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი გრიგოლ ვაშაძემ, არმაზ ახლედ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ვინ აწერს ხელს შარლ მიშელის შეთავაზებას
13:07

ვინ აწერს ხელს შარლ მიშელის შეთავაზებას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება
00:38

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 20 აპრილი, 2021 #LIVE
01:28:05

#მოამბე 21 საათზე, 20 აპრილი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ჩვენი ხმა ევროპას“ - სალომე ზურაბიშვილის ინიცირებული კამპანია
02:22

„ჩვენი ხმა ევროპას“ - სალომე ზურაბიშვილის ინიცირებული კამპან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილი გორში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელმოწერებს შეაგროვებს
04:12

სალომე ზურაბიშვილი გორში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

შარლ მიშელის ახალი წინადადება და შეფასებები
11:17

შარლ მიშელის ახალი წინადადება და შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო