დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების საკითხზე გაიმართა. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი დებულება გააცნეს. ახალი დებულების თანახმად, სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სამინისტროს, რის საფუძველზეც მათ საშუალება ეძლევათ, წლიური გადასახადი დაუფინანსდეთ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16XrRVE
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/16XrRVE