დღეს „წითელი პარასკევია\" -- ყველაზე მძიმე დღე ვნების კვირეულში. მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს დიდი სინანულით ხვდებიან და ტაძრებში იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და საფლავში ჩასვენებას იხსენებენ. გარდაცვლილი მაცხოვარი სპეციალურ, ძვირფას ქსოვილზეა მოქარგული. მისი თაყვანისცემა მრევლს სამი დღის განმავლობაში შეეძლება. ეს პერიოდი ზუსტად სახარების მიხედვით არის გათვლილი. მაცხოვარი ჯვარცმიდან სწორედ სამი დღის შემდეგ აღსდგა.
დიდ პარასკევს მორწმუნეები სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/137cGXR
დიდ პარასკევს მორწმუნეები სიმბოლურად კვერცხებს წითლად ღებავენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/137cGXR