წითელი პარასკევი

26.04.2019 02:42

ვნების შვიდეულის პარასკევი, მორწმუნეთათვის ყველაზე მძიმე დღეა. ეკლესია-მონასტრებში დღეს შესრულებულ ღვთისმსახურებაზე იესო  ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებენ. დიდი პარასკევის მსახურება 14:00 საათზე ჩატარდა, რადგან გადმოცემით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. განსაკუთრებით ბევრი მორწმუნეა დღეს იერუსალიმში, სადაც ჩვენი კორესპონდენტი სოფო მთივლიშვილი იმყოფება, ის ქართველ პილიგრიმებთან ერთად მონაწილეობდა სიმბოლურ მსვლელობაში,  „ვია დოლოროსაზე“ - ტანჯვისა და ვნების გზაზე, რომელზეც სახარების მიხედვით მაცხოვარმა გოლგოთამდე გაიარა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: