თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება

14.09.2018 00:56

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს გაიხსნება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პირველი სამი დღე ლეგენდარულ  მოცეკვავეს, ქორეოგრაფს და მსახიობს მიხაილ ბარიშნიკოვს დაეთმობა. მიხაილ ბარიშნიკოვი ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება მონოსპექტაკლით - „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“. სპექტაკლი ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის  იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული. მიხაილ ბარიშნიკოვმა გუშინ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გენერალური რეპეტიციაც გაიარა. დადგმისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ფესტივალის ადმინისტრაციამ რეპეტიციაზე თავისუფალი დასწრება გამოაცხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: