ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის განხილვა
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა ორ საათში დაიწყება. დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. გეგა გეგეშიძის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირების გამო, ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა ერთი წლით აეკრძალა. თუმცა, ამ ინციდენტის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე, გეგეშიძის ადვოკატს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი უთხრა იმ არგუმენტით, რომ დოკუმენტი პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა. დაცვის მხარე სასამართლოს სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებაში დახმარებას სთხოვს. ინციდენტი ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის 11 იანვარს მოხდა. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დააკავეს, მოგვიანებით კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლა. გეგა გეგეშიძე ამ დრომდე ინარჩუნებს თანამდებობას, მიუხედავად მისა, რომ სპორტსმენი მისი მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გეგა გეგეშიძის საქმის განხილვა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, საგამოძიებო უწყება...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებას მოჭიდავეების პროტე...
TV IMEDI
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გეგა გეგეშიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმე განიხილებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster