ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, საგამოძიებო უწყებაში დაიბარონ
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაიბარონ. პროკურატურამ აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილი დასკვნის შესწავლა უკვე დაიწყო. საუბარია ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე. დასკვნის მიხედვით, არამიზნობრივად არის დახარჯული ფედერაციისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები. აუდიტის სამსახური ყურადღებას რამდენიმე დარღვევაზე ამახვილებს. ერთ-ერთის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ფედერაციაში მაღალ თანამდებობაზე საკუთარი შვილი ჰყავდა გაფორმებული და ფედერაციის საერთო სახელფასო ფონდიდან, რომელიც წლიურად 34 ათას ლარს შეადგენდა, 25 ათასი ლარი საკუთარ შვილისთვის ხელფასის სახით ჰქონდა გადახდილი. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასევე საუბარია ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე. ფედერაციის პრეზიდენტი აუდიტის სამსახურის დასკვნას ნაწილობრივ ეთანხმება და ამბობს, რომ დარღვევები, რომელიც ფინანსურმა მაკონტროლებელმა აღმოაჩინა, ინფორმაციის არ არსებობის გამო დაუშვეს და კორუფციას ფედერაციაში ადგილი არ ჰქონია. მთავარი საგამოძიებო ორგანო საქმის აღძვრის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს თუ აუდიტის სამსახურის მიერ გადაგზავნილი დასკვნის შესწავლის შემდეგ დანაშაულის ნიშნებს გამოკვეთს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 18 საათზე, 23 თებერვალი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
სპორტკასტი - გეგა გეგეშიძე
შენთვის I ForYou
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალურ ფოტოსესიაზე
ქართული ტელევიზია
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მწვრთნელებს შეხვდა
TV 25
გეგა გეგეშიძე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვემო ქართლის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მეორე ვადით აირ...
TV4. ge