გუბერნიაში სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ იმსჯელეს


4 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ქალაქში სტიქიის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების პრევენციისთვის, საქართველოს მელიორაციისა და ნავთობკომპანია BP-ის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს ქალაქში არსებული სანიაღვრე სისტემების მდგომარეობა და ვითარების გასაუმჯობესებლად კონკრეტული გეგმები დასახეს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. გრიგოლ ნემსაძის განცხადებით საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა სამინისტროშიც გაიმართება.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#სტიქია2018
#სამუშაოშეხვედრა2018
#გუბერნატორი2018
#გრიგოლნემსაძე2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან