ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს
რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ ანაკლიის პორტის ინვესტორი ცნობილია. მასშტაბურ პროექტში ჩინურ-სინგაპურული კომპანია ერთვება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. სწორედ ის იქნება სახელმწიფოს კერძო პარტნიორი და ინვესტიციის ჩამდები ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც რამდენიმე ასეულ ათასობით ტონამდე ტვირთის გადაზიდვაზეა გათვლილი. სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებული პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა, 49%-ი კი ჩინურ მხარეს გადაეცემა. ტენდერში მონაწილე ოთხ კომპანიას და მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს შორის არჩევანი საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით გაკეთდა. როგორც ირკვევა, შერჩევის ორ ეტაპიან პროცესში ჩინურ-სინგაპურული და შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიების სახით ორი პრეტენდენტი გამოიკვეთა, თუმცა მოთხოვნილი წინადადებები ბოლო ეტაპზე მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მოლოდინია, რომ ანაკლიის პორტი, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით უმსხვილესი და სტრატეგიული ობიექტი, შუა დერეფნის პროექტში საქართველოს სატრანზიტო როლს მნიშვნელოვნად გაზრდის. თავის დროზე ანაკლიის პროექტი პოლიტიკური დაპირისპირების თემა გახდა. სახელმწიფოს მხრიდან მამუკა ხაზარაძის ქართულ-ამერიკულ კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაწყებულმა დავამ საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩინური კომპანია ანაკლიის პორტში
Formula News
#მოამბე 21 საათზე, 31 ივლისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მსხვილი ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელებთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიის გავითარების კონსორციუმი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტი - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
ამერიკის ხმა
ანაკლიის პორტის მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სიეტლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster