#არჩევნები2020 ბრალის წარდგენა
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა. სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. დროებით მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილიამ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ორი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა თედორე გობეჯიშვილს შესთავაზეს, - ერთ-ერთი პარტიის სახელით 50 000 დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და ეთქვა, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. ამ განცხადების გაკეთების შემთხვევაში კი, უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ. გამოძიების ცნობითვე, გობეჯიშვილისგან უარის მიღების შემდეგ, დაკავებულები ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და აიძულებდნენ შემოთავაზებულ წინადადებას დასთანხმებოდა. ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 შალვა ნათელაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 კორონავირუსი და აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 თედო გობეჯიშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ბიზნესმენის საჩივარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსახლეობის მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებუ...
knews. ge
#არჩევნები2020 დარღვევები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster