ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი გარეჯის ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე
(ახალი ამბები 28.05.2019) ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი თვლის, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით, დღეს სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბა აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებებმა. ისტორიკოსის თქმით, იმ დროს, როდესაც განახლდა სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა, თითქოს პირიქით, უფრო მეტად დამყოლები უნდა ყოფილიყვნენ, ყველანაირი მცდელობა უნდა ჰქონოდათ, რომ ნორმალურ სიტუაციაში ჩატრებულიყო მოლაპარალებები, მაგრამ წავიდნენ გამწვავებაზე, „როგორც ეჭვი მაქვს, აზერბაიჯანული მხარე გააღიზიანა სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ ბაქოში ვიზიტისას, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს 1938 წლის რუკაზე დაყრდნობით, რაც წამგებიანია აზერბაიჯანისთვის. რადგან ამ რუკაზე საზღვარი გადის არათუ უდაბნოს მთის ფერდობზე, არამედ ამ ფერდობიდან სადღაც 200-300 მეტრის მოშორებით. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ახალმა სადელიმიტაციო კომისიამ დამოუკიდებლად შეძლოს რაიმე შედეგის დადება. აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“ - ამბობს ისტორიკოსი და ამ ნაბიჯებში პოლიტიკურ ვაჭრობას გულისხმობს მეგობარ პარტნიორ ქვეყანასთან. ლადო მირიანაშვილის თქმით, ვაჭრობისას ჩვენი სასწორის პინაზე უნდა დაიდოს გარეჯი და აზერბაიჯანული მხარის სასწორის პინაზე რაღაც სხვა, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ისტორიკოსი ამბობს იმასაც, რომ სუსტ ქვეყანას უჭირს ხოლმე თავისი სიტყვის თქმა და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკურ ვაჭრობა აზერბაიჯანთან არ იმართება, სწორედ ეს არის. „ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - აზერბაიჯანს არ აქვს ისეთი დიდი ხნის ისტორია, როგორიც აქვს საქართველოს. მან გადაწყვიტა, ეს ისტორია ხელოვნურად შეიქმნას და შეიქმნას ალბანური მემკვიდრეობის გზით. სწორედ ამიტომ დაიწყეს მათ საუბარი, რომ გარეჯული მემკვბიდრეობა არის არა ქართუყლი, არამედ ალბანური მემკვიდრეობა. ინტერსეი არის არა მხოლოდ ტერიტორიის აღების თვალსაზრისით, არამერდ, არის ეს ფაქტორიც, რომელიც, ცოტა მოგვიანებით წამოჭრეს. მათ სურთ, შეიქმნან ისტორია, რომელიც იქნება უფრო ძველი, ვიდრე არის"- აცხადებს ლადო მირიანაშვილი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
აზერბაიჯანი საქართველოსაგან იღესბს სასმელი წყლის უზარმაზარ...
საქართველოს წყლის ინდუსტრია
2
✔ ჩუბის 60 კითხვა / სტუმარი: გივი სიხარულიძე / CHUB1NA.GE /...
chub1na.ge
„ევროპული საქართველო“ vs „თავისუფალი დემოკრატყები“ და საერ...
Tv Kavkasia
#ნაშუადღევს ქართული სუფრის ტრადიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მშენებლობები ისტორიულ უბნებში
culturegovge culturegovge
მშენებლობები თბილისის უბნებში
culturegovge culturegovge
მშენებლობები ძველ თბილისში
culturegovge culturegovge