საპროტესტო აქცია ქობულეთში
საპროტესტო აქცია ქობულეთის მერიასთან. აღმაშენებლის 375-ე ნომერში მცხოვრები ლალი მანაგაძე მეზობლად მიმდინარე უკანონო მშენებლობის შეჩერებას და დემონტაჟს ითხოვს. დღეს იგი მერიასთან ახლობლებთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდა. ლალი მანაგაძე რამდენიმე თვეა მეზობლად ბიზნესმენ გიორგი ბოლქვაძის მიერ დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებს, რომელმაც მას ღობე და მიმდებარე კაფის შენობა დაუზიანა. ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურმა ბიზნესმენი უნებართვო მშენებლობის გამო 30 დეკემბერს მეორედ დააჯარიმა და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სააღმსრულებლო ბიუროსაც მიმართა, თუმცა ბიზნესმენმა ამის მიუხედავად მშენებლობა არ შეაჩერა. ლალი მანაგაძე და მისი ადვოკატები პასუხისმგებლობას მერიასთან ერთად სააღმსრულებლო ბიუროს აკისრებენ. ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში კი ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყეს. უწყებაში ადასტურებენ, რომ მშენებლობა უკანონოა, თუმცა ამბობენ, რომ შეჩერების მექანიზმი მათ არ აქვთ და სააღმსრულებლო ბიუროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო აქცია ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია ქობულეთში
Formula News
იპოთეკით დაზარალებულთა მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში
Ajara TV
აქცია ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია ბობოყვათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქობულეთში საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტ...
TV IMEDI