კორონავირუსი - ვითარება იმერეთში

14.09.2020 01:23

ქუთაისის #24 საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფიცირების ფაქტი ე.წ. #32 სკოლის კლასტერს უკავშირდება. 24 სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან და ინფიცირებაც აქედან მოხდა. პაციენტები საჩხერის სამედიცინო ცენტრში და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სკოლის ყველა 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. გასული 24 სთ განმავლობაში ქუთაისში „კოვიდ-19“-ის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დადებითი პასუხების უმეტესობა კარავში აღებულმა „პისიარტესტმა“ აჩვენა. ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ისინი #32 საჯარო სკოლის კონტაქტები არიან და შემთხვევები სწორედ ამ  სკოლის კლასტერს უკავშირდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: