კორონავირუსი - ვითარება იმერეთში

05.10.2020 01:01

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - კოვიდინფიცირებული 1-ლი კლასელია. აღნიშნულ სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაინფიცირებული მოსწავლის მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სკოლის დირექტორის, ირმა შველიძის ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო უკვე დადგენილია, დაინფიცირება დედისგან მოხდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog