სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე


მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო პროცესი.

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გამართული დღევანდელი განხილვა ყოფილმა პრეზიდენტმა ისევ პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და თითქმის არაფერი უთქვამს ბრალდებაზე. ვრცელი სიტყვით გამოსვლა სასამართლოს და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მწვავე კრიტიკით დაიწყო და საკუთარი მმართველობის დროინდელ მიღწევებზე საუბრით გაგრძელდა. ხელისუფლება გაზაფხულზე უნდა დასრულდეს - ასეთი იყო ექს-პრეზიდენტის მთავარი გზავნილი. სააკაშვილმა მხარდამჭერებს ყველგან პროტესტისკენ, ოპოზიციას კი ერთიანობისკენ მოუწოდა. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს კიდევ ოთხი ფიგურანტი ჰყავს. მათ ბრალდება დღეს კიდევ ერთხელ აღიარეს. ელგუჯა ცომაიამ დაადასტურა, რომ საზღვარზე ექს-პრეზიდენტის გადაყვანაში დახმარება შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ სთხოვა. ცომაიას აღიარებითი ჩვენების დროს მიხეილ სააკაშვილი დარბაზში აღარ იმყოფებოდა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან