სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვა

22.11.2018 02:20

ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მთავარ პროკურატურაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვა. ასევე, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე. მიხეილ ბენიძის განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ყველა ინფორმაცია, თუმცა კონფიდენციალური წყაროს დასახელებისგან თავი შეიკავა. რაც ეხება სოსო გიორგაძეს, მისი თქმით, საქართველოს პროკურატურაში წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეკა გიგაურის თქმით, პირადობის მოწმობების გაყალბების შესახებ თათბირი გაიმართა, მივლინებაში იმყოფებოდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა არასამთავრობოების ბრალდებებს აბსურდი უწოდა. მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმაც. ამირან გულუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოძიებას არ მიაწოდეს ინფორმაცია წყაროსთან დაკავშირებით, შესაბამისად, მათ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლეს. რაც ეხება მეორე მხარეს, პროკურორის თქმით, მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი იმ დროისთვის ნამდვილად მივლინებაში იმყოფებოდა და შესაბამისად, არასამთავრობოების მიერ დასახელებულ თათბირს ვერ დაესწრებოდა. საქმეზე გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსჯელობა კონსოლიდირებულ ტენდერებზე
01:12

მსჯელობა კონსოლიდირებულ ტენდერებზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარე ბიზნესმენებს შეხვდა
00:56

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარე ბიზნესმენებს შეხ...

PalitraNews

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - შეხვედრები ბიზნესმენებთან - III
04:09

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - შეხვედრები ბიზნესმენებთან...

Wine Tourism Association

BMG-მ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობითი პასუხი სასამართლოში გაასაჩივრა
04:47

BMG-მ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობითი პასუხი სა...

Business Media Georgia

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევა #ტელესკოლა
34:08

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევა #ტელესკოლა

პირველი არხი #ტელესკოლა

საქართველოს შესყიდვების სისტემა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება
04:11

საქართველოს შესყიდვების სისტემა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვ...

Maestro Television

დავების საბჭო #ტელესკოლა
23:35

დავების საბჭო #ტელესკოლა

პირველი არხი #ტელესკოლა

ბოლნისში სამი მნიშვნელოვანი სანიაღვრე წერტილის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
01:53

ბოლნისში სამი მნიშვნელოვანი სანიაღვრე წერტილის გაწმენდითი სა...

გაზეთი ბოლნისი

ყველა ვიდეო