დავების საბჭო #ტელესკოლა


პირველი არხი | ტელესკოლა
წამყვანი-ლექტორი: ირაკლი გოლეთიანი

თეზისები:
დავების საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა - სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებს, კერძოდ კი ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილ დავებს და ასევე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩევის პროცესიდან გამომდინარე დავებს განიხილავს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭო; არსებობს საბჭოს ორი - 6 კაციანი (პატარა) და 10 კაციანი (დიდი) შემადგენლობა. ის, თუ რომელი შემადგენლობა განიხილავს დავას დამოკიდებულია კონკრეტული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე; საბჭოს 6 კაციან (პატარა) შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის სამი წარმომადგენელი; საბჭოს 10 კაციან (დიდ) შემადგენლობაში, გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი.

დავების განხილვის მექანიზმი და გასაჩივრების პროცედურა - დავების საბჭოს ელ. მოდულის გამოყენება, გასაჩივრების საგანი, ვადები, გადაწყვეტილების მიღება; საბჭოში საჩივრის წარდგენა შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ პირს. საჩივარი საბჭოს წარედგინება ელექტრონულად, სატენდერო/საკონკურსო განცხადებაში არსებული სისტემური ღილაკის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ დანართის შესაბამისად.

განზოგადებული პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა, გასაჩივრება სასამართლო ინსტანციებში.
„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის საგანმანათლებლო პროექტია. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ტელეგაკვეთილების ნახვა მეორე არხზე შეეძლებათ, რომელიც ამიერიდან სახელით - „პირველი არხი | ტელესკოლა“ იმაუწყებლებს.
ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატზე მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/tv-radio/arkhebi/pirve...
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1tv.ge.teles...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2UJbGtA
პირველი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი #ტელესკოლა"-ისგან