COVID-19 - ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში

10.05.2020 00:40

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო, „რესი“ ე.წ. სანიტარულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ყველა იზოლირებულია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საერთო ჯამში, ოკუპირებულ რეგიონში „კოვიდ-19“ 22 ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის 14 რუსული სასწავლებლების კადეტია, შვიდი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო მოსამსახურე. კარანტინშია 267 პირი, თვითიზოლაციაშია 43 ადამიანი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: