გენერიკების რეცეპტით გაცემის ახალი სისტემა


ორშაბათიდან ძალაში შედის რეცეპტების გაცემის ახალი რეგულაცია. დანიშნულება უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შევსებული და მასში კონკრეტული ბრენდის ნაცვლად მხოლოდ გენერიკის, ანუ აქტიური ნივთიერების სახელწოდება უნდა იყოს მითითებული.

საუბარია მეორე ჯგუფის წამლებზე. ამ მედიკამენტების ყიდვის დროს ახალი სისტემა იმოქმედებს უშუალოდ აფთიაქებშიც. ჯენერიკების სია ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გაუგზავნა ფარმაცევტულ ქსელს. მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ექიმებსა და აფთიაქებს შორის შესაძლო გარიგების რისკების პრევენციაა. ფარმაცევტული სფეროს რეფორმის მიმართ კითხვები და შენიშვნები აქვს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან