ოჯახში მოძალადეებისთვის პირველი მხარდამჭერი ცენტრი ზუგდიდში გაიხსნა

05.11.2019 01:49

ზუგდიდში ოჯახის მხარდაჭერის ცენტრის გაიხსნა, სადაც საქართველოში პირველად მოძალადეებს მოემსახურებიან. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც ოჯახში პრობლემები აქვთ მოემსახურება სოციალური მუშაკი, გაესაუბრება ფსიქოლოგი და საჭიროების შემთხვევაში იურიდიულ დახმარებასაც გაუწევენ. ცენტრი ასოციაცია "მერკურმა", პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, გახსნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა თოდუას თქმით, ისინი წლის განმავლობაში 100-მდე ბენეფიციარს მოემსახურებიან. „პირველ რიგში ვიწყებთ ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან ქცევის კორექციაზე მუშაობის. ვიწყებთ თანამშრომლობას პრობაციის ეროვნულ ცენტრთან, რომ მოხდეს მათთან ერთად ამ ბენეფიციარების მომსახურება. ეს არის სიახლე ჩვენთვისაც და ქვეყნისთვის, რადგან ამ ტიპის მომსახურებას მხოლოდ პენიტენციალურ დაწესებულებაში და პრობაციის ბიუროში უწევენ. ასე ვთქვათ საპილოტე პროგრამაა. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე მამაკაცი ცენტრში და უკვე გადიან ფსიქო-თერაპიის კურსს“, - ამბობს ნანა თოდუა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram:   / radioatinati1059fm

გაზიარება: