საპროტესტო აქცია ახმეტაში

28.05.2022 01:27

„არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს!“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ხელში 20-მდე ახალგაზრდა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ მივიდა და ახმეტაში ორგანიზაციის გახსნა გააპროტესტა, რასაც მოძრაობის წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაციის განმუხტვა პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. აქციის მონაწილეების განმარტებით, „ალტინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები იქამდე გაიმართება, სანამ მათი ოფისები ყველგან არ დაიხურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: