ტაო-კლარჯეთის სამეფოს ისტორია!

03/24/2022
HISTORY GEO-ის მიერ

ჩვენი სხვა პროექტები:
რუსულენოვანი YouTube არხი -    / @vis_geo  
არხის TikTok - https://www.tiktok.com/@important_his...

ტერმინს საფუძვლად უდევს ამ მხარის ორი უმნიშვნელოვანესი პროვინციის — ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდებები. ტაო-კლარჯეთი ტერიტორიულად სრულად მოიცავს მდინარე ჭოროხის აუზს და აღნიშნული ტოპონიმის საზღვრები არ სცილდება მის საზღვრებს. გამონაკლისს წარმოადგენს ჭანეთ-ლაზეთი, რომელიც ასევე „ზღვისპირა კლარჯეთის“ სახელითაა ცნობილი.

კლარჯეთი როგორც ისტორიული საქართველოს სხვა რეგიონები (ჯავახეთი) მასაც გააჩნია ვიწრო და ფართო გაგება. ვიწრო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს მდინარე იმერხევის ქვედა ხეობას, რომლის მარჯვენა ნაპირზე კლარჯეთის ცნობილი მონასტრებია, ხოლო მარცხენა ნაპირზე არტანუჯის ხეობაა, სადაც მდებარეობს დასახლებული პუნქტი — კლარჯეთი. იქვე დგას იმავე სახელწოდების საფორტიფიკაციო ნაგებობა — კლარჯეთის ციხე.

ფართო გაგებით კლარჯეთი წარმოადგენს ტერიტორიას, მოცულს ჭოროხის აუზის ქვედა ნაწილს კლარჯეთის ციხიდან მოყოლებული ვიდრე შავ ზღვამდე, პლუს ზღვისპირა კლარჯეთი - ლაზეთ-ჭანეთი.

ტაო, შესაბამისად წარმოადგენს ჭოროხის აუზის ზედა ტერიტორიას, რომელიც იწყება მდინარე იმერხევისა და ჭოროხის შესართავიდან ვიდრე ბაიბურთის ჩათვლით. ტაო თავის მხრივ იყოფა სპერისა და ტაონის ტერიტორიებად.

ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.

ქართულ სახელმწიფოში შედიოდა ასევე ბასიანის მხარე, რომელიც წარმოადგენს ისტორიული სომხეთის ნაწილს, ხოლო კოლა, არტაანი და ერუშეთი კი ეს ჯავახეთის ფართო გაგებით ნაწილია, რომელიც ასევე შედის ზემო ქართლის ანუ მესხეთის მხარეში.

#ტაოკლარჯეთი#საქართველო#ისტორია

ვიდეოები „HISTORY GEO"-ისგან