აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან

24.12.2019 01:02

„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ ადგილზე ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით „გაუქმებულია, გაუქმებულია“. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით ისინი „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლას ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ასობით ყალბი „ფეისბუქ“-გვერდის უკან „ქართული ოცნება“ იდგა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: