პარტია „ლელოს“ განცხადება სასამართლო სისტემაზე

11.08.2022 02:12

პარტია „ლელოს“ შეფასებით, სასამართლოს რეფორმა ჩავარდა და „ქართულმა ოცნებამ“ რეფორმის ნაცვლად მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მან 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებები გაანალიზა და 88-გვერდიანი დასკვნა დადო. ანალიზის მიხედვით, გატარებული ცვლილებების მიუხედავად, სასმართლო სისტემა კვლავ დისკრედიტირებულია და მანკიერი პრაქტიკით იმართება. პარტია „ლელო“ 88-გვერდიანი დასკვნის გადაგზავნას იურიდიული კომიტეტისთვის აპირებს და „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს, სექტემბრიდან სასამართლოს რეალური რეფორმა დაიწყოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: