„ლელოს“ განცხადება


პარტია „ლელო საქართველოსთვის\" ლიდერები თორნიკე მერებაშვილის საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებული პირის დანაშაული არ იკვეთება და გამოძიება საქმეს აყალბებს. ნაცვლიშვილის თქმით, თუ სისტემა არ შეიცვლება, სიმართლის დადგენა რთული იქნება. 19 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა, პროკურატურასთან აქცია გამართეს. გარდაცვლილის მშობლები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა, ის  სასიკვდილოდ დაჭრეს და გზაზე დატოვეს. თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, 2018 წლის 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე მან ბიძაშვილს დაურეკა, 112-საც მიმართა დახმარების თხოვნით და უთხრა, რომ დაჭრილი იყო. გამოძიების ინფორმაციით, მერებაშვილს ავტომობილი დაეჯახა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან