„საქართველოს ციხე-სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“

18.10.2022 01:33

„საქართველოს ციხე-სიმაგრეები ახალი შინაარსის მოლოდინში“ - თბილისში ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ციხე-სიმაგრეების, კოშკების გალავნებისა და ციხე-დარბაზების მდგომარეობის შესწავლა და მათთვის ახალი პერსპექტივების განხილვა. კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში ჯგუფმა შეისწავლა მართვის როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მოდელები. მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად უკვე გადაეცა საქართველოს მთავრობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: