ზენის ჯიხა
ზენის ჯიხა-ციხე ზენის ჯიხა-ციხე საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის სოფელ ზენში, ღელე პარტიკის მარჯვენა ნაპირზე, დავით დერიკონის ეზოს უკან დგას. დერიკონების წინაპარი XX საუკუნის 30-იანი წლების დამდეგს ჩამოსულა უკრაინიდან და ზენის ციხესთან დასახლებულა. სწორედ ამ ოჯახის დამსახურებაა, რომ ციხემ, თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. ციხე-სიმაგრეები, რომლებიც დასახლებულ პუნქტებში მდებარეობს, XX საუკუნეში უმეტესწილად ადამიანთა დაუდევრობის გამო დაზიანდა. დერიკონები კი ციხეს ფაქიზად და დიდი სიფრთხილით ეპყრობიან. ციხე საკმაოდ დიდია, ნაგებია რიყის ქვებით. შიდა ეზოს ფართობი დაახლოებით 500 კვ. მეტრია. გალავანში ორი კოშკია ჩართული. ჩრდილოეთის კოშკში ჭიშკარია მოწყობილი, პირველ სართულს თაღოვან გასასვლელ აქვს. შემოსასვლელის თავზე სალოდეა, მესამე სართულის ოთხივე კედელში თითო სათოფეა მოწყობილი. სამხრეთით მდებარე პირამიდული ფორმის ციხის მთავარი კოშკი საბრძოლო-საცხოვრებელია. კოშკების ზედა ნაწილი დანგრეულია. ციხის გალავანი 6-8 მეტრის სიმაღლისაა. მოგვიანებით ციხისათვის მიუშენებიათ სათავსოები. ნაგებობათა კვალი ჩანს ციხის ეზოშიც. ციხე თითქმის მთლიანად დაფარულია კოლხური სუროთი. ციხე გვიან შუა საუკუნეებში თავად ჩიჩუებისა იყო. აქვე, ახლოს, რამდენიმე ასეულ მეტრში არის ზენის ძველი სასაფლაო, სადაც ადრე, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია იდგა. ცნობილი მეცნიერი პარმენ ზაქარაია ზენის ციხეს XVII საუკუნის I ნახევრით ათარიღებს. ავტორი გოგიტა ჩიტაია წიგნი „ხობის მონასტერი“ 2019 წელი #ხობი #სამეგრელო #ზენი #საჯიჯაო #საქართველო
Khobi Info-News-ის სხვა ვიდეოები
12:12
ლადო ახალაიას აღსარება
01:22
#მადლობათავისუფლებისთვის
05:40
მალხაზი (მაგანა) ადამიას ხსოვნას 1964-2015
04:59
ვეფხია კუტივაძე \u0026 Алисиа Дубцова
00:54
ხეთის-კორცხოს წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია
01:04
ხობის მუნიციპალიტეტის მერი სტიქიის შედეგად დაზიანე...
07:26
ქავთარაძეების ოჯახი - ბებია ბაბუა, რომლებმაც კოვიდ...
01:09
უნიკალური აღმოჩენა ხობის მონასტერში 2009 წელი
მსგავსი ვიდეოები
ზენიშ ჯიხა მარგალურო
Khobi Info-News
ზენის წყაროს წყალი
ზედაზენი
საშიში სკოლა | რა პირობებში უწევთ სწავლა სოფელ ქვედა ზენის მ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
💦 წყლის ხმა, რომელიც მიედინება ბამბუკის მილში 💦 რელაქსაცია...
naturerelaxation
ლაზარეს გაცოცხლება - ერთ-ერთი ვერსიით "#თანითურთ?" -ის ახსნა...
Liquidi Dogma | თამარის ლაივი
მედიტაციისთვის დასვენების მუსიკა, ძილი, სწავლის შეხორცება, ძ...
Enseñandoando InstrumentalMusic
ზმნის ძირი, ფუძე, თემა. მწკრივის ნიშნები. თემის ნიშნები.
Silk School
ზმნის უღლება
Silk School