ჯანდაცვის მინისტრი გადადგა - პოლიტიკური შეფასებები
ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს - მმართველ გუნდში კონსულტაციების დაწყებას აანონსებენ. მედიაში კი უკვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო კანდიდატურებზე - ლევან რატიანი, არჩილ თალაკვაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნინო კობახიძე. ახალი კადრი „ქართულმა ოცნებამ“ წლის ბოლომდე უნდა შეარჩიოს, სწორედ ამ დრომდე გააგრძელებს ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი თანამდებობაზე მუშაობას. არაერთი ინტერპრეტაცია მოჰყვა მის გადადგომასაც. ოპოზიცია ტიკარაძის გადაწყვეტილებას პრემიერთან დაპირისპირებას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ უთანხმოების მიზეზი მხოლოდ კოვიდ-პასპორტები არ ყოფილა. მთავრობის მეთაურთან კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველი პარტიის ლიდერები და მთავრობის წევრები, რომლებიც ზოგადი განცხადებებით იფარგლებიან და პარტიაში მინისტრის დარჩენით ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობენ. თავად ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პრემიერთან დაპირისპირება არ დაადასტურა და თქვა, რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას და რატომ წავი...
TV IMEDI
„ქრონიკის“ ინტერვიუ ეკატერინე ტიკარაძესთან
TV IMEDI
ეკატერინე ტიკარაძის სამწლიანი მინისტრობა
TV IMEDI
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება / სამწლიანი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვინ ჩაიბარებს ჯანდაცვის უწყებას
TV IMEDI
ვისი გადაწყვეტილებით დატოვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა
TV IMEDI