ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო,


ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო, რომლითაც ჯგუფი კიდევ ერთხელ აცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადებაში მიესალმებიან ქვეყნის პროგრესს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და გმობენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს და აგერსიას საქართველოს წინააღმდეგ.

აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრიდან ათი წლის შემდეგ კვლავ გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. მეგობართა ჯგუფის წვერები გმობენ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტებს და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, ხელი არ შეუშალოს დამნაშავეების მართლმსაჯულებისათვის გადაცემას.

პირველად ეუთო-ს მინისტერიალზე მიღებულ დოკუმენტებში გაჩნდა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე ჩანაწერი, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ცნობად იღებენ აღნიშნულ სიას. განცხადებაში ასევე საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მიუღებლობაზე, დაგმობილია მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მცდელობები. მეგობართა ჯგუფის წვერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვება, მათ შორის მიუწოდებენ ეუთო-ს წვერ სახელმწიფოებს, მისცენ თანხმობა ეუთოს მრვალფუნქციური მისიის ამოქმედების თაობაზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან