თბილისის არქიტექტურა - გაპი
თბილისის მერის მიერ ინიცირებული იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებასა და სამშენებლო ნებართვების გამარტივებას ისახავდა მიზნათ. აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა. ახალი ცვლილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარმოსადგენი სამშენებლო დოკუმენტაციის რაოდენობა შემცირდა და სამშენებლო პროცესში ჩართული კერძო სექტორისათვის დამატებითი ადმინისტრაციული ბარიერები მოიხსნა. აღნიშნული წესის გამარტივების შედეგად: მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო შეითანხმებს საპროექტო ობიექტის მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილს, დეტალური შიდა გეგმარების, კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის გარეშე. ცვლილების თანახმად შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, უსაფრთხოების ნორმებზე და პროექტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში პასუხისმგებლობა მენაშენეს ან დამკვეთს დაეკისრება. ასევე ის დოკუმენტები, რომლებიც სამსახურში წარმოსადგენად სავალდებულო არ არის პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის დროს, მაგრამ აუცილებელია მშენებლობის განხორციელებისას, მენაშენე ან დამკვეთი ვალდებულია იქონიონ, სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის დაწყების დღიდან. მისი არქონის შემთხვევაში კი მათ დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა იმ სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. აღნიშნულ სამუშაოებზე სამსახური შემცირებული დოკუმენტაციის საფუძველზე 5 დღის ვადაში გასცემს წერილობით თანხმობას. http://architect.tbilisi.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
თბილისის არქიტექტურა. ლადო ალექსი- მესხიშვილის შემოქმედებითი...
misha robaqidze
თბილისის არქიტექტურა. ლადო ალექსი-მესხიშვილი და მისი შემოქმე...
misha robaqidze
თბილისის სურნელი თბილისის არქიტექტურა
david kapanadze
#ახალიდღე ქეთი ნოზაძის სანათებში მოქცეული თბილისის არქიტექტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვიშაში"
culturegovge culturegovge
"თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვიშაში"
culturegovge culturegovge
#დღისკოდი “თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Medianeras ანუ ყრუ კედლები
Eka