"თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვიშაში"

03/28/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „თბილისის ქანდაკება - პოეზია ქვიშაში\" პრეზენტაცია. წიგნის ავტორია მწერალთა კავშირის წევრი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პოეტი ბადრი ქუთათელაძე.

„თბილისის ქანდაკება\" ენციკლოპედიური ხასიათისაა და სრულ ინფორმაციას აწვდის მკითხველს თბილისსა და მის შემოგარენში (კიკეთი, წყნეთი, კოჯორი და ა.შ.) არსებული ქანდაკებების შესახებ.

წიგნში შესულია თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა სკულპტურული კომპოზიცია, ამასთანვე მთაწმინდისა და დიდუბის მწერლთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონებში განთავსებული გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები.

„თბილისის ქანდაკება\" 2002 წელს ავტორის მიერ გამოცემული წიგნის „პოეზია ქვაში\" სრულყოფილი ვერსიაა და დეტალურად ასახავს ქართული მონუმენტური ხელოვნების სურათს ჩვენს დედაქლაქში.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან