კალაუბნის რეაბილიტაცია
http://new.tbilisi.gov.ge/rehabilitation ქ. თბილისის მერია დედაქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ნაწილის კალაუბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. თბილისის ამ უძველეს უბანში დღესაც შემორჩენილია შუა საუკუნეებში აშენებული ეკლესიები და XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. მათგან ბევრი ე.წ "თბილისური სახლის" საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. თბილისის მერია დედაქალაქის ძველი უბნების გადარჩენისთვის ზრუნვას აგრძელებს. სარესტავრაციო სამუშაოებს თბილისის მერია, ძველი თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდთან ერთად 2 თებერვალს დაიწყებს. პროექტის ფარგლებში, გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვემო კალაუბანში არსებულ 30-მდე საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდება. უძველესი ნაგებობების სახურავები საუკეთესო ხარისხის თუნუქითა და კრამიტით გადაიხურება. ეზოები ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი აგურის ღობეებით შემოიფარგლება. გაკეთდება ღია, შემინული აივნები. კალაუბანში მთლიანად გამოიცვლება წყალსადენის და კანალიზაციის მილები, ასევე სანიაღვრე ქსელები. დამონტაჟდება ახალი გარე განათების ბოძები. რაც მთავარია, კალაუბანი ძველ იერსახეს შეინარჩუნებს. მოსახლეობას კი ცხოვრების უკეთესი პირობები შეექმნება. თითოეულ ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვლება. კალაუბნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის თანხებს დედაქალაქის მთავრობა დაფარავს. კალაუბანი თბილისის ამჟამინდელ ცენტრს ემიჯნება და ორი ნაწილისგან -- ზემო და ქვემო უბნებისგან შედგება.
მსგავსი ვიდეოები
კალაუბნის რეაბილიტაცია
ugulavagigi
კალაურის სკოლის რეაბილიტაციაზე 4 მილიონი დაიხარჯება-კიდ...
telekompania gurjaani
მელაანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარ...
telekompania gurjaani
კახეთის გზატკეცილზე წყალმომარაგების სისტემა განახლდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კართუბანს ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის პრობლემა მოეხსნა
ტელეკომპანია თანამგზავრი
დევნილებს კალოუბნის ქუჩაზე ბინები გადაეცათ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მშენებლობის ხარისხი კალოუბნის 41-ში
Mosaic development
მეხუთე სართულის ფილის ჩასხმა კალოუბნის 41-ში, 23/02/2020
Mosaic development