ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

13.09.2020 03:46

ისევ სამნიშნა მაჩვენებელზეა კორონავირუსის შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19 კიდევ 152 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ექვსს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ ფაქტებს, - უმრავლესობა ისევ აჭარას უკავშირდება. 20-მდე პაციენტი კი იმერეთს. კოვიდ-19 დადასტურდა კახეთშიც. ახმეტისა და გურჯაანის შემდეგ, ამჯერად ინფიცირების შემთხვევა ლაგოდეხში გამოვლინდა. ვირუსი კახეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს გამოუვლინდა, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: