42°პარალელი - რატომ უნდა ვიფიქროთ მაკროეკონომიკურად?


პოპულარული პრესა და საჯარო დისკურსი, სავსეა მაკროეკონომიკასთან დაკავშირებული მსჯელობებით. საჯარო დებატებში ხშირად წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის მაჩვენებლები ან უმუშევრობის დონე.
შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიურობაც სავსეა მაკროეკონომიკაზე მსჯელობით, რადგან ეს საკითხები განაგებს და დაკავშირებულია როგორც მთლიანი ეკონომიკის მდგომარეობასთან, ასევე რიგითი ადამიანების ბედთან.
მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ხშირად ასეთი ადამიანების პოზიციები ამოზრდილია კონკრეტული, ნეოლიბერალური იდეოლოგიური ხედვიდან, მაგრამ მოწოდებულია როგორც „საღი აზრი“. ეს შეხედულებები დაფუძნებულია „საღი აზრის“ ინტუიციურად ლოგიკურ არგუმენტებზე.
პრობლემა ის არის, რომ „საღი აზრი“ რეალობის სახიფათო გზამკვლევია და დაკვირვებული მსმენელის მიერ ყველა აზრს არ უნდა მიენიჭოს თანაბარი პრივილეგია საჯარო დისკურსში.
თუ რატომ, იხილეთ სიუჟეტი სრულად.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / l  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან