42° პარალელი - საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში - გამოცდა ლუკაშენკოსთვის / ეკონომიკური კრიზისი და...

18.06.2020 29:12

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება - შვებულებისთვის განკუთვნილ მშვიდ დღეს, რომელიც ხელისუფლების გათვლით წესით არავითარ ვნებათაღელვას არ უნდა მოასწავებდეს. თუმცა თავიდანვე ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ არჩევნებში მონაწილეობა არა ჩვეულებრივმა ოპოზიციონერებმა, არამედ ისტებლიშმენტის ორმა ცნობილმა წარმომადგენელმა - ვალერი ცეპკალომ და ვიქტორ ბაბარიკომ გადაწყვიტეს. რეზი ქოიავა მოგითხრობთ ბელარუსში წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. რამდენად მოსალოდნელია ფასების მკვეთრი ვარდნა უძრავი. ქონების ბაზარზე? რა ნაბიჯებს დგამენ მთავრობები იმისათვის, რომ ფასების შემცირება თავიდან აიცილონ? როგორ აისახება მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი მათზე ვინც ქირით ცხოვრობს? ზოგადად, რატომ არის რომ უძრავი ქონება უფრო და უფრო ნაკლებხელმისაწვდომი ხდება მოსახლეობისათვის? საერთაშორისო მონეტარულმა სისტემამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში განიცადა მრავალი ტრანსფორმაცია: მაგალითად, საერთაშორისო „ოქროს სტანდარტის“ მონეტარული სისტემიდან, ის ტრანსფორმირდა მცურავი სავალუტო კურსების რეჟიმზე. მიუხედავად, ამ ფუნდამენტური და რადიკალური ტრანსფორმაციისა, საერთაშორისო მონეტარულ სისტემას, ყველა ამ პერიოდის მანძილზე ერთ საერთო მახასიათებელი ჰქონდა: სისტემა თითქმის ყოველთვის დომინირებდა ერთი ვალუტით. საინტერესოა, რატომ და როგორ ინარჩუნებს დოლარი მთავარი გლობალური ვალუტის სტატუსს? როგორი იქნება პოსტ-კრიზისულ ეპოქაში მისი როლი? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩინეთი მიზანმიმართულად ცდილობს ჩინური იუანის საერთაშორისო როლის გაძლიერებას და ის ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ შეასუსტოს დოლარის დომინაცია გლობალურ სისტემაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

42° პარალელი - საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში - გამოცდა ლუკაშენკოსთვის
07:29

42° პარალელი - საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში - გამოცდა ლუ...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42°პარალელი - არჩევნები საფრანგეთში და ემანუელ მაკრონი
10:00

42°პარალელი - არჩევნები საფრანგეთში და ემანუელ მაკრონი

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
14:55

42° პარალელი - ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - საპრეზიდენტო დებატები ამერიკაში / ეკონომიკური განვითარების ახალი ხედვა
26:42

42° პარალელი - საპრეზიდენტო დებატები ამერიკაში / ეკონომიკური...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი - ორმხრივი ეპოქის დასასრული / „ჰამილტონიზმის“ ტრიუმფალური დაბრუნება თეთრ სახლში
26:12

42° პარალელი - ორმხრივი ეპოქის დასასრული / „ჰამილტონიზმის“ ტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი -„მსუბუქი ბიძგი“ (Nudge) / 500 დღეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე
27:48

42° პარალელი -„მსუბუქი ბიძგი“ (Nudge) / 500 დღეს ამერიკის სა...

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი – ახალი სტატუს-კვო მთიან ყარაბაღში
11:18

42° პარალელი – ახალი სტატუს-კვო მთიან ყარაბაღში

პირველი არხი - 42-ე პარალელი

42° პარალელი – სრული გადაცემა 20.01.2021
30:29

42° პარალელი – სრული გადაცემა 20.01.2021

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ყველა ვიდეო