ქართული ენის სახლში ენის დღე აღნიშნესს

04/19/2017
Municipality of Marneuli-ის მიერ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დედაენის კვირეულს მართავს
დღეს, 18 აპრილს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის მუნიციპალიტეტის რეგიონალურ სასწავლო ცენტრში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების კითხვას, ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიასა და სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო.
ღონისძიებას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, გამგებლის მოადგილე აკიფ ალიევი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი თანამშრომლებთან ერთად და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ დედა ენის დღესთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 13-დან 21 აპრილის ჩათვლით მართავს დედა ენის კვირეულს სკოლის ათივე რეგიონულ სასწავლო ცენტრში.(ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, გარდაბანი, ლამბალო, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ლაგოდეხი და ახმეტა).
დედა ენის კვირეულში სკოლის მსმენელებთან ერთად ჩართულები არიან ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული სტუმრები.
დედა ენის კვირეულის მიზანია ქართული ენის სწავლების პოპულარიზაცია და ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.
კვირეულის ფარგლებში ქართული ენის დღე უკვე აღინიშნა ახალციხის,ახალქალაქის და ნინოწმინდის სასწავლო ცენტრებში.
ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1515-deda-en...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან