იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში – მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადვოკატთა ასოციაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბჭოს საგანგაშო განცხადება!
George Tumanishvili
იუსტიციის საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსანდრე იაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკითხვებს პასუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster